თარიღი ცნობილია: როდის განაახლებს Wizzair და Ryanair ფრენებს საქართველოდან

თარიღი ცნობილია: როდის განაახლებს Wizzair და Ryanair ფრენებს საქართველოდან

მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ Covid-19-ის პანდემიის მიზეზით უკვე რამდენჯერმე გადადო საქართველოდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განახლება.

ზემოთ ხსენებული მიზეზით, ორივე დაბალბიუჯეტიანი (Wizzair, Ryanair) ავიაკომპანიის ფრენები შეჩრებულია, თუმცა, კომპანიების გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, საქართველოდან ფრენები ოქტომბერში განახლდება.

ყოველ შემთხვევაში ავიაკომპანიების ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებულია განრიგი და ავიბილეთები იყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ heretifm.com ავრცელებს.

იაფი ავიაბილეთები


Wizzair -ის შემთხვევაში

1 ოქტომბერს

ქუთაისი-აბუ-დაბი, ბილეთის საწყისი ფასი 79 ლარი. უკან დასაბრუნებელი ბილეთი 67-84 ლარის ეკვივალენტია.
ქუთაისი-ლარნაკა, ბილეთის საწყისი ფასი ფასი 49 ლარი, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც 1 ოქტომბრიდან იყიდება, ფასი 20 ევროა, 4 ოქტომბრის რეისზე კი 15 ევროა მითითებული.

2 ოქტომბერს

ქუთაისი-ვენა, ბილეთის საწყისი ფასი 69 ლარი. ვენა-ქუთაისი იმავე დღიდან იფრენს, 25 ევროდ.

ქუთაისი-დორტმუნდი, საწყისი ფასი 99 ლარია, 5 ოქტომბერს კი უკვე 89 ლარია მითითებული. დორტმუნდი-ქუთაისი 2 ოქტომბერს 45 ევრო ღირს, 5 ოქტომბერს კი საწყისი ფასი 25 ევროა.

ქუთაისი-რიგა, ბილეთის საწყისი ფასი 139 ლარია, რიგა-ქუთაისი 2 ოქტომბერს 60 ევრო, ხოლო 5 ოქტომბერს 45 ევროა მითითებული.

ქუთაისი-ვარშავას ბილეთის საწყისი ფასი 2 ოქტომბერს 309 ლარია, ხოლო 5-ში 139 ლარი. ვარშავა-ქუთაისი 2 ოქტომბერს 485 ლარის, 5-ში 139 ლარის ეკვივალენტია მითითებული.

3 ოქტომბერს

ქუთაისი-ვილნიუსის ბილეთის საწყისი ფასი 99 ლარია, ვილნიუსი-ქუთაის 3 ოქტომბერს შესრულდება და ბილეთი 60 ევრო ღირს, 6 ოქტომბერს კი 35 ევრო.

ქუთაისი-ათენი 3 ოქტომბერს 79 ლარიდან, 6 ოქტომბერს 69 ლარიდან იყიდება. ათენი-ქუთაისი 3 ოქტომბრიდან იფრენს და 22 ევროა მითითებული.

ქუთაისი-ბუდაპეშტი საწყისი ფასი 79 ლარი, ბუდაპეშტი-ქუთაისი კი 2 ოქტომბრიდან არის ჩანიშნული, ბილეთის ფასი 88 ლარის ეკვივალენტია.

„ვიზეარის“ დანარჩენი მიმართულებები, სადაც მომავალი წლის გაზაფხულიდან უნდა განახლდეს ფრენა არის: მიუნხენი, ტალინი, ბოლონია, მილანი, რომი, გდანსკი, ვროცლავი, კატოვიცე, კრაკოვი, პოზნანი, სალონიკი და პრაღა.

კომპანია Ryanair

რაც შეეხება მეორე ბიუჯეტურ კომპანია „რაინეარს“, ავიაკომპანიას 2-2 მიმართულება აქვს ქუთაისიდანაც და თბილისიდანაც. ქუთაისიდან იტალიის ქალაქი ბოლონია და ფრანგული მარსელი, ხოლო თბილისიდან გერმანული კიოლნი და იტალიის ქალაქ მილანის (ბერგამო) მიმართულებაა.

7 ოქტომბერს არის დაგეგმილი თბილისი-კიოლნი, ბილეთის ფასი 43 ევროა მითითებული, იმავე დღეს არის ჩანიშნული კიოლნი-თბილისი 62 ევროდ.

25 ოქტომბრიდან არის ჩანიშნული თბილისი-ბერგამო 17 ევროდან. ბერგამო-თბილისი 24 ევროდან, 26 ოქტომბერს 17 ევროდან.

27 ოქტომბერს არის ჩანიშნული ქუთაისი-ბოლონია 10 ევროდან, ხოლო ბოლონია-ქუთაისი ფასი იმავე დღეს 22 ევროა მითითებული.

ქუთაისი-მარსელი 29 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ბილეთის ფასი 13 ევროდან იწყება. იმავე დღეს და იმავე ფასად არის მარსელი-ქუთაისი.

აქვე შეგვიძია გავიხსენოთ, რომ ივლისის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოს ტოვებდა რადგან შეთანხმებას ვერ მიაღწია ხელისუფლებასთან. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიას საქართველოში ბაზას აუქმებდა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიაკომპანიის საქართველოდან წასვლა უარყო.

წყარო: heretifm.com

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap