Wizzair -მა ქუთაისის აეროპორტიდან ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა

Wizzair -მა ქუთაისის აეროპორტიდან ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების ნაწილი 2021 წლის ნოემბრამდე გააუქმა. ფრენები ნოებრამდე გადაიდო რომის, მილანის, ბერლინის, ტალინის, პოზნანის და ვროცლავის მიმართულებით.

Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ ტაბულას უთხრა, რომ ფრენების გადადების მიზეზი ევროკავშირის რეგულაციები და შეზღუდვებია.

“საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირე სამოგზაურო სეზონებისა და მარშრუტის აქტუალობის მიხედვით იცვლება. Wizz Air მუდმივად აკონტროლებს მარშრუტების მდგომარეობას, რათა მომხმარებლებს მოთხოვნადი სერვისები ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზოს.

იაფი ავიაბილეთები


ზაფხულის პერიოდში ქუთაისიდან ზოგიერთი მიმართულებით ფრენა შეჩერებულია. ამ ცვლილების შედეგად დაზარალებული მგზავრები მიიღებენ ცნობას და ფრენის ალტერნატიულ განრიგს, ან შესაძლებელია თანხის სრულად დაბრუნება”. – უთხრა ტაბულას Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ Wizzair-ი მარტის ბოლოს, აპრილიდან ფიქრობს საქართველოდან ფრენების განახლებას. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, დარჩენილი მიმართულებების აღდგენის თარიღი. საძიებო სისტემაში ფრენები მაისამდეა გადადებული.

საქართველოში ცა მაშინ დაიკეტა, როცა, ჯამში, კორონავირუსის 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა, მაშინ, როცა ევროპის ყველა ქვეყანამ საზღვრები გახსნა. აგვისტოში საქართველომ მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა რეგულარული ფრენა, ჯამში, თვეში დაახლოებით 20 რეისი. სულ თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი “გახსნილ საზღვრებს” უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეებისა და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა.

საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო.

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, “არააუცილებელი მიზნით” მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში.

საქართველოში რეგულარულ ფრენებზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით ფრენები ისევ არ განუახლებია.

რაც შეეხება Ryanair-ს, ტაბულას ირლანდიურ ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ კომერციული მიზეზების გამო, 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ განაახლებენ.

წყარო: tabula.ge

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap