Wizzair -მა ქუთაისიდან რამოდენიმე მიმართულებით ნოემბერ-მარტში ყველა ბილეთი გააუქმა

Wizzair -მა ქუთაისიდან რამოდენიმე მიმართულებით ნოემბერ-მარტში ყველა ბილეთი გააუქმა

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizzair -მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის და ლარნაკას მიმართულებით ნოემბერ-მარტის პერიოდში ყველა ბილეთი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ Tabula.ge ავრცელებს.

რამდენიმე დღეა, საძიებო სისტემაში ვენის მიმართულებით 23 ოქტომბრის შემდეგ, მომდევნო ფრენა 29 მარტს არის დაგეგმილი, ხოლო ლარნაკას შემთხვევაში – ბილეთები არც ოქტომბრის თვეში იძებნება. უახლოესი რეისის შესრულებას ავიაკომპანია ქუთაისი-ლარნაკას რეისზე 28 მარტს ააპირებს.

ცვლილება ჯერჯერობით არ შეხებია დორტმუნდის, ათენის, ბუდაპეშტის, რიგის, ვილნიუსის და ვარშავის მიმართულებებს. ასევე, დაგეგმილია ფრენები ქუთაისი-აბუ დაბის რეისზე, რომელიც ჯერ არ შესრულებულა.

იაფი ავიაბილეთები


საქართველოს საზღვრები 5 თვეა, ფაქტობრივად ჩაკეტილია. აკრძალულია რეგულარული ფრენები სამი მიმართულების გარდა – მიუნხენი, პარიზი, რიგა. იქაც, ფრენა მხოლოდ Lufthansa -ს (კვირაში ორჯერ), Air France-ს (კვირაში ორჯერ) და Air Baltic -ს (კვირაში ორჯერ) შეუძლია. სრულდება თვეში რამდენიმე ჩარტერული რეისი, ასევე, ორჯერ დაინიშნა სპეცრეისები ემიგრანტებისთვის.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს – Wizzair -ს და Ryanair -ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ”. ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და “როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს”.

Wizzair -მა 2020 წლის 1 ივლისს დაადასტურა, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზას განუსაზღვრელი დროით დახურავს, იმავე დღეებში, ავიაკომპანიამ საქართველოდან რეისების უმეტესობა (ბერლინი, პრაღა, ტალინი, მემინგენი, თესალონიკი, ბოლონია, რომი, მილანი, გდანსკი, კრაკოვი, კატოვიცე, პოზნანი, ვროცლავი) 2021 წლის მაისამდე გადადო. იქამდე კი, ქუთაისიდან არაერთი დაანონსებული თუ მოქმედი ფრენა (პარიზი, ბრიუსელი, ეინდჰოვენი, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ბარი, ბაზელი, კიოლნი, ფრანკფურტი, ნიცა, ჰამბურგი, კარლსრუე/ბადენ-ბადენი, ჰერაკლიონი, ნეაპოლი, ნიურნბერგი, პიზა, ვენეცია, ტურკუ) საერთოდ გააუქმა.

ივლისის შემდეგ, ავიაკომპანიის სისტემაში მიმდინარე წელს ქუთაისის მიმართულებით მხოლოდ ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკას მიმართულებები იძებნებოდა. ასევე, ახალდამატებული აბუ-დაბი.

Wizzair -ს საქართველოს მთავრობის უარის გამო, ყოველთვიურად უწევს ბილეთების გაუქმება და მომხმარებლისთვის 100%-იანი ფულადი თანხის ან 120%-იანი Wizz -კრედიტის დაბრუნება.

იმ პირობებში, როცა ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ხუთი თვეა ფრენა არ შეუსრულებია, ბაზა დახურა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით არაერთი რეისის გაუქმებამ მოუწია, აპრილიდან დღემდე, Wizzair -მა სხვა ქვეყნებში 200-ზე მეტი ფრენა დაამატა და რვა ბაზაც გახსნა (დონკასტერი – დიდი ბრიტანეთი, ბაკაუ – რუმინეთი (რიგით მეშვიდე), დორტმუნდი – გერმანია, ლვოვი – უკრაინა, ლარნაკა – კვიპროსი, მილანი – იტალია, ტირანა – ალბანეთი, სანკტ პეტერბურგი – რუსეთი).

წყარო: tabula.ge

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap