„ვიზეარი“ მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციაშია საქართველოს მთავრობასთან და მზად ვართ, განვაახლოთ მომსახურება, როგორც კი რეგულაციები ამის შესაძლებლობას მოგვცემს, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ვიზეარის“ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ქუთაისი-რიგის მარშრუტი 4 ოქტომბერს განახლდება.
„მგზავრებს უკვე აქვთ შესაძლებლობა დაჯავშნონ ავიაბილეთები wizzair.com – ზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით. „ვიზეარი“დროულად აცნობებს მგზავრებს შემდგომი მარშრუტების თაობაზე“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.