Wizzair -ის განცხადება: აპირებს თუ არა ავიაკომპანია Wizzair ავიაბილეთებზე ფასის გაძვირებას

Wizzair -ის განცხადება: აპირებს თუ არა ავიაკომპანია Wizzair ავიაბილეთებზე ფასის გაძვირებას

ქუთაისიდან ფრენების აღდგენის შემდეგ, Wizz Air -ი ავიაბილეთების გაძვირებას არ გეგმავს.

როგორც Wizz Air -ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განმარტა, განიხილავენ იმ მიმართულებებს, რომელთა აღდგენა ქუთაისიდან შეუძლიათ. მისი თქმით, ავიაბილეთის ფასი არ შეიცვლება, რადგან ვიზიარი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.

იაფი ავიაბილეთები


“ველოდებით, რომ ფრენები ქუთაისიდან ეტაპობრივად აღდგება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდება. თავდაპირველად მოთხოვნა იქნება გარკვეულ მიმართულებებზე, რათა მოხდეს ოჯახების წევრების მიმოსვლა, ან საქართველოდან მოქალაქეთა მგზავრობა ევროპულ ქვეყნებში, სამედიცინო, ან სამუშაოსთან დაკავშირებული მოგზაურობისთვის. ჩვენ ერთ-ერთმა ბოლომ შევაჩერეთ ფრენები და ვიქნებით ერთ-ერთი პირველი, თუ პირველი არა, რომელიც მათ აღადგენს.

ქუთაისიდან უკვე გვაქვს ფრენების საკმაოდ ფართო ქსელი. როგორც ყოველთვის, ჩვენ ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზეც, არა მხოლოდ ქუთაისიდან, არამედ ზოგადად, ჩვენ ქსელში”, აცხადებს ანდრაშ რადო.

მისივე თქმით, რომ ვიზეარს 1.5 მილიარდი ნაღდი ფული აქვს, რაც საკმარისია მრავალი თვის განმავლობაში ავიაკომპანიის ფუნქციონირებისთვის.

“ბევრ ავიაკომპანიას აქვს საკმარისი ნაღდი ფულის მოცულობა მხოლოდ 2-3 თვისთვის. შესაბამისად, მათ მოუწევთ ფასების აწევა. ბევრი ავიაკომპანია მიიღებს ფინანსურ დახმარებას მთავრობებისგან, რაც რეალურად სესხებია, მათ მოუწევთ ამ თანხის დაბრუნება. გადასახადის გადამხდელთა თანხა წავა არაეფექტიანი ბიზნეს-მოდელების დასაფინანსებლად. ამ თანხების დასაბრუნებლად ამ ავიაკომპანიებს მოუწევთ ფასების აწევა, რათა მეტი მოგება ნახონ. Wizz Air-ს სესხი არ აუღია არცერთი მთავრობისგან და ფასების ძველ დონეზე შენარჩუნება შეგვიძლია”.

Wizzair -ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა არ დაუკარგავს და ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოს ბევრი თავიდან აღმოაჩენს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის 18 მარტიდან ჩაიკეტა.

Share via
Copy link