ავიაკომპანია Wizzair ქუთაისის ბაზას აუქმებს

ავიაკომპანია Wizzair ქუთაისის ბაზას აუქმებს

ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისის ბაზას აუქმებს – “მთავარი” არხის ინფორმაციით, თუმცა ცნობილია, რომ თანამშრომლები სამსახურიდან უკვე გაუშვეს.

ვიზეარმა ქუთაისის ბაზაზე არსებული თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების იმ ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც, ივლისის თვეში ფრენები ისევ შეზღუდულად განხორციელდება. კომპანიის თანამშრომლებს ქუთაისის ბაზის გაუქმების შესახებ გუშინ განუცხადეს. “ვიზეარში” საქართველოს დაახლოებით 150 მოქალაქე მუშაობდა. მათი ინფორმაციით, დღეს ჩატარებულ თათბირზე თანამშრომლებს ორ შესაძლებლობას შესთავაზებენ, კერძოდ, დასაქმების სურვილის არსებობის შემთხვევაში მათ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანენ და იქ მოუწევთ ცხოვრება და მუშაობა, მეორე ვარიანტის მიხედვით კი სამსახურის დატოვება მოუხდებათ.

იაფი ავიაბილეთები


ჩვენ ივლისში ფრენები ჩანიშნული გვქონდა, მაგრამ მთავრობამ რომ თქვა, აღარ ვხსნით საზღვრებსო, გამოდის, რომ ჩვენი კომპანია მზად იყო, ნებისმიერ დროს დაეწყო ფრენა, მაგრამ სახელმწიფომ, რომ ვეღარ გაიგეს, რომ რა უნდა ქართულ მთავრობას, დახურეს, ჩახსნეს ბაზა. ახლა ვინც დავრჩით, სხვა ქვეყნებში თუ წავლენ, ან უხელფასო შვებულებაში, – ამბობს ვიზეარის ერთ-ერთი თანამშრომელი.

მიიღეთ მეტი ინფორაცია – მოიწონეთ გვერდი

Share via
Copy link