Wizzair არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას – თურნავა

Wizzair არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას – თურნავა

ავიაკომპანია Wizzair არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს.

იაფი ავიაბილეთები


„მინდა, ყველა დავამშვიდო ამ საკითხთან დაკავშირებით. „ვიზეარი“ არსად არ გადის, „ვიზეარი“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში. 2012 წელს შემოვიდა ჩვენთან და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გაფართოებულიყო „ვიზეარის“ არეალი. კოვიდამდე 30-მდე ფრენას ასრულებდა და დაანონსებული ჰქონდა კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება. კომპანიასთან ახლახან მქონდა საუბარი და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს ამას საჯაროდ. „ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული, ჩვენი მოქალქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით, ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და გვიბრუნდებოდა ისევ საქართველოში“, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიამ თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა, მინისტრი ასე პასუხობს:

„ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა. ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, რომ შეამციროს დანახარჯები და აკეთებს სხვადასხვა გადაჯგუფებას. ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ეყოლება მაინც და მაინც ქუთაისის აეროპორტში, თუ რომელიმე თავის ბაზაზე. მთავარია, რომ „ვიზეარი“ არსად არ გადის, ელოდება ჩვენს შეტყობინებას. მისი განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ მყისიერად გააგრძელებს ფრენებს. ამას თვითონ „ვიზეარიც“ უახლოეს საათებში დაადასტურებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link