Wizzair -მა 6 ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება გადადო

Wizzair -მა 6 ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება გადადო

ავიაკომპანია WizzAir -ი იანვარში დაანონსებულ ფრენებს 6 ახალი მიმართულებით 1 აგვისტოს ნაცვლად 10 სექტემბრიდან დაიწყებს. მიზეზად საოპერაციო შეფერხება სახელდება.

“Wizz Air ქუთაისის ბაზაზე მესამე ეარბას A320 და ექვსი ახალი მიმართულების დაწყებას აანონსებს. რეგულარული ფრენები ეინდჰოვენის (ჰოლანდია), ტალინის (ესტონეთი), ბრიუსელის (ბელგია), კოპენჰაგენის (დანია), ბარის (იტალია) და ბაზელის (შვეიცარია) მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე შესრულდება.

 

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთები

 

საოპერაციო შეფერხების გამო მესამე ბაზირებული თვითმფრინავის დამატება დანიშნული პირველი აგვისტოს ნაცვლად 2019 წლის 10 სექტემბრიდან მოხდება, იმავე დღეს დაიწყება რეისების შესრულებაც. მგზავრებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები ამ ექვსი მიმართულებით 1 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე თარიღებში, ავიაკომპანია ვიზეარი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ცვლილებების შესახებ.

კომპანია მათ ბილეთის თანხის 100%-ით ანაზღაურებას, ბილეთის გადაცვლას (იმავე მიმართულებით სხვა თარიღებზე ან ნებისმიერი სხვა არჩეული მიმართულებით) ან Wizz კრედიტზე გადახდილი ბილეთის საფასურის 120%-ით ანაზღაურებას სთავაზობს. ავიაკომპანია ვიზეარი გულწრფელ ბოდიშს უხდის მგზავრებს ამ ცვლილებით შექმნილი დისკომფორტისა და უხერხულობისთვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! მგზავრები, რომლებმაც ბილეთები ტურისტული სააგენტოების მეშვეობით შეიძინეს, უნდა დაუკავშირდნენ ამავე სააგენტოებს დროის ან მიმართულების შესაცვლელად.

მგზავრებს საქართველოდან, რომლებმაც ბილეთები საიტზე wizzair.com ან მობილური აპლიკაციით შეიძინეს, ონლაინ პლატფორმების გარდა, შეუძლიათ დაუკავშირდნენ კლიენტთა მომსახურების სერვისს ნომერზე +995 706 777 037 და განახორციელონ ცვლილებები. სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს კი ვთხოვთ გადაამოწმონ საკონტაქტო ნომერი“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

 

სასტუმროს დაჯავშნა