ვენეციის არხებში გონდოლები დაბრუნდნენ

ვენეციის არხებში გონდოლები დაბრუნდნენ

ცნობილი გონდოლები კვლავ გამოჩნდნენ ვენეციის არხებში. იუწყება Euronews-ი.

ტურისტების ნაკლებობის გამო, გონდოლები ჩვეული დატვირთვით არ მუშაობენ, თუმცა ზოგიერთ მათგანი ადგილობრივებს ემსახურება დანიშნულების ადგილზე მისაყვანად.

იაფი ავიაბილეთები


გონდლის მენავეები ხელთათმანებითა და სამედიცინო პირბადეებით არიან აღჭურვილები.

გონდოლებს თეორიულად მიეცათ თავიანთი საქმიანობის განახლების საშუალება. სინამდვილეში კი მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ვენეციაში ტურისტები გამოჩნდებიან. მათთვის საზღვრების გახსნა კი 3 ივნისს არის დაგეგმილი.

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, იტალიაში ორთვიანი მკაცრი საკარანტინო ვითარება დასრულდა. დღეიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი დაიწყო, გაიხსნა მაღაზიები, რესტორნები, მუზეუმბი და ეკლესიები.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link