ავიაკომპანია Myway Airlines ვარშავის სპეციალურ რეისთან დაკავშირებით ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს
” პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
✈️ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ავიაკომპანია Myway Airlines -ი ვარშავის მიმართულებით ფრენას 13 ივლისს შეასრულებს. ვარშავიდან გამოფრენა 14:45 (ადგილობრივი დროით).
იაფი ავიაბილეთები
🔴 ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com
✅ მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს
🛑 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება!
📎 საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.”, – ნათქვამია განცხადებაში.