საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
- გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
- ფიზიკური ჯანმრთელობა;
- მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
- ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
- გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების
- შემთხვევაში, აუცილებელია, სულ მცირე ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
ხელმისაწვდომი ვაკანსიები:
- კულტივაცია;
- მცენარეების დარგვა (დათესვა);
- მცენარეების გაზრდა ყურძნის გასხვლა მიწის კულტივაცია;
- დამუშავება ყურძნის მოსავლის აღება სატაცურის მოჭრა კენკრის მოსავლის აღება (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, სხვა);
- ხილის მოსავლის აღება (ვაშლი, მსხალი, ბალი, ქლიავი, სხვა);
- ბოსტნეულის მოსავლის აღება (კომბოსტო, პრასი, ბოლოკი, კიტრი, სხვა);
- სალათებისა და სამკურნალო მცენარეების/მწვანილის მოსავლის აღება პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა საწყობში მუშაობა;
- პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება;
- პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა;
- საწყობში მუშაობა;
რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე – https://workabroad.moh.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს – 1505.