უნგრეთი საზღვარს კეტავს – WizzAir ფრენებს მნიშვნელოვნად ამცირებს

უნგრეთი საზღვარს კეტავს – WizzAir ფრენებს მნიშვნელოვნად ამცირებს

უნგრული კომპანიის, Wizz Air-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია 7 სექტემბრიდან, უნგრეთიდან და უნგრეთის მიმართულებით დაგეგმილი რეისების რაოდენობას მკვეთარად შეამცირებს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 7-დან 30 სექტემბრამდე პერიოდში, 32 ფრენას განახორციელებენ. ეს მაშინ, როცა მხოლოდ 1-6 სექტემბრის შუალედში 126 რეისი შესრულდება.

Wizz Air -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ყველაზე პოპულარული მიმართულებებით შესრულდება ფრენები, თუმცა, ჯერჯერობით, ამ მიმართულებებს არ აკონკრეტებენ.

იაფი ავიაბილეთები


კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, 1-ლი სექტემბრიდან უნგრეთი ქვეყანაში უცხოელების შესვლას დროებით შეზღუდავს, ხოლო უნგრეთის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, კარანტინის გავლა მოუწევთ. გამონაკლისი იქნება ცალკე კატეგორიის უცხოელი მოქალაქეები, როგორებიც დიპლომატიური და ჰუმანიტარული სამსახურების წარმომადგენლები არიან.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უნგრეთში კოვიდინფიცირების 292 ახალი შემთხვევა აღწერეს. ეს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ ვეყანაში ვირუსი 5 961 ადამიანს დაუდასტურდა და 614 ადამიანი გარდაიცვალა

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap