უკრაინამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარი ისევ ჩაკეტა

უკრაინამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარი ისევ ჩაკეტა

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით გამოწვეული შედეგის გამო, ერთი თვის განმავლობაში ქვეყანამ უცხოელებისთვის საზღვრები დაკეტა. ინფორმაციას უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით primetime ავრცელებს.

შეზღუდვა არ შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილდებიან და აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ყოფნის უფლებას აძლევთ. ასევე მათ, ვინც უკრაინაში სწავლობს, გადიან სამხედრო სამსახურს, მუდმივად ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე, გააჩნიათ ცხოვრების შესაბამისი უფლება და ა.შ.

აკრძალვა ძალაში დღეიდან შევიდა და 28 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

იაფი ავიაბილეთები


შეგახსენებთ, რომ უკრაინამ საქართველო კორონავირუსით ინფიცირებულთა დაბალი რაოდენობის მიუხედავად მაინც მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap