უჩვეულო შეთავაზება მათ, ვისაც ფრენა მოენატრა! – ყველა ბილეთი 10 წუთში გაიყიდა

უჩვეულო შეთავაზება მათ, ვისაც ფრენა მოენატრა! – ყველა ბილეთი 10 წუთში გაიყიდა

პანდემიამდე ფრენა ყველასთვის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილების ყველაზე სწრაფი საშუალება იყო. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებული რეალობა შეცვალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„რეისი – დანიშნულებით არსად“ იდეა სწორედ პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ წარმოშვა. ეს არის სპეციალური რეისი ადამიანებისთვის, რომლებსაც ფრენა და ის შეგრძნება მოენატრათ, როგორიც თვითმფრინავის ფანჯრიდან შეუდარებელი ხედების ნახვაა.

რეისს ავიაკომპანია Qantas-ი განახორციელებს. 10 ოქტომბერს თვითმფრინავი სიდნეიდან აფრინდება, ჰაერში 7 საათს იფრენს და ისევ სიდნეიში დაეშვება.

იაფი ავიაბილეთები


ავიაკომპანიის ინფორმაციით, ყველა ბილეთი ჩაშვებიდან 10 წუთში გაიყიდა.

„ეს ალბათ ყველაზე სწრაფად გაყიდვადი რეისია Qantas-ის ისტორიაში. აშკარაა, რომ ხალხს მოენატრა ფრენა. თუ მოთხოვნა იქნება, აუცილებლად დავაორგანიზებთ მსგავს რეისებს მანამდე, სანამ საზღვრები გაიხსნება“,- განაცხადა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალან ჯოისმა.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link