რას ამბობს ნათია თურნავა თურქეთთან საზღვრის გახსნაზე

რას ამბობს ნათია თურნავა თურქეთთან საზღვრის გახსნაზე

გარკვეული მექანიზმების დამუშავება დაწყებულია, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა თურქეთთან საზღვრის გახსნაზე.

ეკონომიკის მინისტრი „კურიერთან“ აღნიშნავს, რომ საზღვრის გახსნის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ უყურებს ამ საკითხს თავად მიმღები ქვეყანა.

იაფი ავიაბილეთები


„ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ მიმღები ქვეყანა როგორ უყურებს ამას, თუკი მათი მხრიდან არ იქნება პრობლემა, მაშინ, ჩვენ განვიხილავთ გარკვეულ მექანიზმებს.

დიდი ხნით წამსვლელი ადამიანები, ალბათ, ურთიერთშეთანხმებით შეძლებენ იქ წასვლას. გარკვეული მექანიზმების დამუშავება დაწყებულია. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში, მათ კარანტინის გავლა მოუწევთ. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს რეგიონის ქვეყნებთან,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link