თურქეთი ტურისტულ სეზონს აპრილში გახსნის – კურორტების მომზადება დაწყებულია

თურქეთი ტურისტულ სეზონს აპრილში გახსნის – კურორტების მომზადება დაწყებულია

თურქეთის ტურიზმის მინისტრ მეჰმეთ ერსოის განცხადებით, ქვეყანა წელს ტურისტულ სეზონს აპრილში გახსნის. მისივე თქმით, თურქეთში მოგზაურობის უფლება აპრილში ევროპელ ტურისტებს მიეცემათ, მაისიდან კი თურქეთში დასვენებას რუსი ტურისტებიც შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

„კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, ჩვენი მიზანია ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 400 შემთხვევამდე შევამციროთ. უკვე დავიწყეთ კურორტების მომზადება ტურისტების მისაღებად. ჩვენ მიერ შემოღებული სისტემა, რომლებიც სასტუმროების სერტიფიცირებას გულისხმობს, უკვე მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება. ჩვენთან სასტუმროები ვალდებულნი არიან 156-მდე მკაცრი წესი დაიცვან, რათა სექტემბრიდან ოპერირების განახლება შეძლონ. ეს წესები, მოიცავს როგორც სასტუმროს ვენტილაციის წესების დაცვას, ასევე სოციალური დისტანცირების შენარჩუნებას და სხვა ჰიგიენური ნორმების შესრულებას“, – განაცხადა თურქეთის ტურიზმის მინისტრმა.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap