თბილისის აეროპორტში მიტოვებული ჩანთის გამო ევაკუაცია განხორციელდა
თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტში მიტოვებული ჩანთის გამო ევაკუაცია განხორციელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილზე მიტოვებული ჩანთა იპოვეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ, თუმცა საეჭვო ნივთი არ აღმოუჩენიათ.

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახი იქნა მიტოვებული ჩანთა. უსაფრთხოების მიზნით მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია. ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap