საქართველოს ავიაბაზარს მალე ახალი მოთამაშე შეემატება. ავიაკომპანია Air Malta თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგება.
„ინტრეკო თრეველ ჯგუფის“ ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამიერიდან აღნიშნული ტურისტული კომპანია იქნება საქართველოში ავიაკომპანიის კომერციული წარმომადგენელი.