დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air -მა პარიზი-თბილისი-პარიზის სპეცრეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო, როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური რეისი პარიზი-თბილისის მიმართულებით, 22 ივლისს, 21:20 საათზე განხორციელდება.
“მგზავრთა საყურადღებოდ 📣
სპეციალურ რეისს, პარიზი-თბილისის მიმართულებით, 22 ივლისს, 21 საათსა და 20 წუთზე, ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს ✈
იაფი ავიაბილეთები
გაფრენა, თბილისიდან პარიზის მიმართულებით, 23 ივლისს, 09:00 საათზე ✈
👉 ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი: https://wizzair.com “, განმარტავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
აღსანიშნავია, რომ გარდა პარიზისა Wizz Air-ი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისს ათენიდანაც განახორციელებს. ათენი-ქუთაისი-ათენის სპეცრეისი 28 ივლისს შესრულდება.