თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულ პირდაპირ საერთაშორისო რეგულარულ ავიარეისებს კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატა.
საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით:
პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისების შეჩერება 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან არ გავრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
იაფი ავიაბილეთები
დოჰა (ICAO-ის კოდი OTHH);
ვარშავა (ICAO-ის კოდი EPWA);
ათენი (ICAO-ის კოდი LGAV);
ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
ვენა (ICAO-ის კოდი LOWW);
ბერლინი (ICAO-ის კოდი EDDB);
მილანი (ICAO-ის კოდი LIME);
ამასთან, 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან ფრენების აკრძალვა მოხსნილია პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ის კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის (ICAO-ის კოდი EVRA).
2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან კი ფრენების აკრძალვა ასევე მოიხსნება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის:
კატოვიცე (ICAO-ის კოდი EPKT);
ვილნიუსი (ICAO-ის კოდი EYVI);
დორტმუნდი (ICAO-ის კოდი EDLW).“
შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა.