ავიაკომპანია Myway Airlines -მა, 25 ივლისს დაგეგმილ, თბილისი-ბერლინი-თბილისის სპეცრეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ ოფიციალურ Facebook გვერდზე გაავრცელა.
” გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
🔴 ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვები დაიწყო!
იაფი ავიაბილეთები
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, Myway Airlines გერმანიის მიმართულებით ფრენას 25 ივლისს განახორციელებს.
🇩🇪ბერლინი გამოფრენა 15:00-20:40 ჩამოფრენა თბილისი🇬🇪
🔴 ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com
✅ მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს!
🛑 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება!”, – ნათქვამია განცხადებაში.