თბილისიდან სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სპეც.რეისი შესრულდა

თბილისიდან სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სპეც.რეისი შესრულდა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ახალგაზრდობის სააგენტომ რიგით მეოთხე სუბსიდირებული რეისი დააორგანიზა, რომლითაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ.

მათი ნაწილი გერმანიაში სწავლას გააგრძელებს ნაწილს კი დასაქმების კონტრაქტი აქვს.

ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბერლინში მიმავალი სტუდენტები გააცილა.

იაფი ავიაბილეთები


აღნიშნული სუბსიდირებული რეისი რიგით მეოთხეა, რომლითაც საქართველოდან ევროპაში ქართველი სტუდენტები გაემგზავრნენ. ოთხივე რეისი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა განხორცილდა.

საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ჩარტერული ოთხივე რეისით ჯამში 500-მდე ახალგაზრდამ ისარგებლა. დღევანდელი რეისი ავიაკომპანია „აირზენამ“ შეასრულა.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap