You are currently viewing როდიდან დაიწყება ფრენები საქართველოდან უკრაინაში

როდიდან დაიწყება ფრენები საქართველოდან უკრაინაში

უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines ცნობით, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები პირველი ივლისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

„საერთაშორისო რეისების განახლება იგეგმება პირველი ივლისიდან საქართველოსა და ალბანეთის მიმართულებით, ხოლო 15 ივლისიდან სხვა ქვეყნებში, რომლებთანაც წინასწარი შეთანხმება მიღწეულია“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ამასთან, როგორც ავიაკომპანიაში განაცხადეს, რეისების აღდგენა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობაზე ყველა შეზღუდვა გაუქმებულია.

იაფი ავიაბილეთები


„ბილეთების ყიდვამდე ავიაკომპანია რეკომენდაციას აძლევს მგზავრებს, გაეცნოს იმ ქვეყნების მოთხოვნებს, სადაც მიემგზავრებიან და ასევე დარწმუნდნენ, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვთ“, – აცხადებენ „სქაიაფ ეარლაინსში“.