უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines -ი თბილისიდან კიევის მიმართულებით მორიგ სარეპატრაციიო რეისს შეასრულებს. სპეცრეისი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე 30 ივლისისთვის იგეგმება.
აღნიშნული რეისით ავიაკომპანია მგზარების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოახდენს და შესაბამისად ბილეთებიც მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე გაიყიდება. თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს.
რეისის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია საქართველოში SkyUp Airlines -ის ოფიციალურ წარმომადგენელთან, კომპანია “ავიაქსელში”. (+995 32 2 999 888 mail: [email protected])
იაფი ავიაბილეთები
აღსანიშნავია, რომ ივლისში SkyUp Airlines -ის პირველი სპეცრეისი 16 ივლისს შესრულდა, ხოლო მეორე – 23 ივლისისთვისაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines -მა COVID-19 -ის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო რეგულარული ფრენების შეზღუდვის შემდეგ 3 სპეცრეისი უკვე განახორციელა.