Skyup Airlines -მა აეროპორტში რეგისტრაციის პროცედურები შეცვალა

Skyup Airlines -მა აეროპორტში რეგისტრაციის პროცედურები შეცვალა

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines -მა აეროპორტში რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების პერიოდი შეცვალა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ძალაში 20 იანვრიდან შევა.

SkyUp Airlines -ის რეისებზე აეროპორტში რეგისტრაცია, ფრენამდე 2,5 საათით ადრე გაიხსნება და 45 წუთით ადრე დაიხურება. თვითმფრინავში ჩასხდომა კი გაფრენამდე 20 წუთით ადრე შეწყდება.

დღეისათვის რეგისტრაცია ფრენამდე 2 საათით ადრე იხსნება და 45 წუთით ადრე იხურება, ხოლო ჩასხდომა კი 15 წუთით ადრე წყდება.

იაფი ავიაბილეთები


აეროპორტში რეგისტრაციის ტარიფი 21 დოლარია.

SkyUp Airlines-ის რეისებზე აეროპორტში რეგისტრაციის სერვისი ფასიანი იქნება, ხოლო ონლაინ რეგისტრაცია კი უფასო.

რაც შეეხება ონლაინ რეგისტრაციას, რეისზე ონლაინ რეგისტრაცია იწყება დაგეგმილ გამგზავრებამდე 48 საათით ადრე და სრულდება 3 საათით ადრე.

აეროპორტში უფასო რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ ასევე რეგულარული რეისების მგზავრები, რომელთა ასაკიც 60 წელზე ზემოთაა და ასევე 1 და 2 ჯგუფის შშმ პირები.

SkyUp Airlines -ის ბილეთების დაჯავშნა, შეძენა და ზოგადად დამატებითი ინფორმაციის მიღება გარდა ავიაკომპანიის ვებგვერდისა შესაძლებელია ასევე საქართველოში Skyup Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელში” – (+995 32 2 999 888 mail: [email protected]).

ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap