ვის შეუძლია აშშ-ში შესვლა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

ვის შეუძლია აშშ-ში შესვლა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში.

აქვე შენიშვნის სახით მითითებულია, რომ საიმიგრაციო ვიზა არ არის Green Card/ლეგალური ბინადრობის უფლება. შესაბამისად, საიმიგრაციო ვიზის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ დაიშვება აშშ-ში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით.

იაფი ავიაბილეთები


განკარგულება აშშ-ში შესვლისას გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, რომლებიც ამერიკაში მიემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან.

პრეზიდენტის პროკლამაციის მიხედვით, ინვესტორებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს, სახელშეკრულებო ტრეიდერებს და იმ პირებს, რომლებიც ბიზნესსაქმიანობით აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას გეგმავენ, უფლება ენიჭებათ, ისარგებლონ გამონაკლისით ეროვნულ ინტერესებში.

აღნიშნული კატეგორიის პირებს, რომლებიც გეგმავენ აშშ-ის ვიზის აღებას ან უკვე აქვთ მოქმედი ვიზა/ESTA ავტორიზაცია, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ენიჭებათ.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap