შს სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. ამის შესახებ bpn.ge-ი წერს.
რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლებს, ჯამში ასეთი 13 ქვეყანა იყო. ყველაზე მეტი – 105 უარი წინა თვეში საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიაში უთხრეს. მას მოსდევს კვიპროსი – 39 უარით, მე-3 ადგილზე კი ესპანეთია, სადაც მარტში 37 უარი დაფიქსირდა; მე-4 და მე-5 ადგილებს კი საფრანგეთი და გერმანია ინაწილებენ, შესაბამისად, 35 და 31 უარით.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებში უარის თქმის სტატისტიკას, ასე გამოიყურება: იტალია – 30 უარი, საბერძნეთი – 13, პოლონეთი – 20 უარი, უნგრეთი – 10, ჩეხეთი – 3, ლატვია – 27 უარი, ბელგია – 4 და ბულგარეთი – 1 უარი.