ექვსი ქვეყანა რომელიც, ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას უახლოეს პერიოდში გეგმავს

ექვსი ქვეყანა რომელიც, ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას უახლოეს პერიოდში გეგმავს

ექვსმა სახელმწიფომ (ავსტრია, ჩეხეთი, დანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია და ისრაელი) არაოფიციალური ტურისტული თანამეგობრობა – “ექვსთა კლუბი” ჩამოაყალიბა, – იუწყება “The wall street journal” და ისრაელის “9-ე არხი”.

ითვლება, რომ “კლუბის” წევრები სხვებზე უკეთ უმკლავდებიან კორონავირუსის ეპიდემიას, ინფიცირებულთა რაოდენობა მათში საკმაოდ მცირეა. გარდა ამისა, ეს ქვეყნები ერთიანდებიან იმ ნიშნითაც, რომ მათი ეკონომიკები მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული საერთაშორისო ტურიზმთან.​

იაფი ავიაბილეთები


“კლუბის” ჩამოყალიბების ინიციატირო ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცია. გასულ კვირას ამ ქვეყნების ლიდერებმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ტურიზმის აღდგენის გზები და უცხო ქვეყნების მოქალაქეების ქცევის წესები განიხილეს. მათ შორისაა საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბების აუცილებელი ტარება, კორონავირუსზე ძალზე ფართო ტესტირება, მათ შორის – სხვა ქვეყანაში ჩასვლისთანავე. მედიაში ის ინფორმაციაც კი გაჩნდა, რომ “ექვსთა კლუბის” პირველი ტურისტები აღნიშნული ქვეყნების მონახულებას უკვე რამდენიმე კვირაში შეძლებენ.

“ექვსთა კლუბში” მიიწვიეს გერმანიაც, თუმცა ბერლინმა ამ ეტაპზე უარი განაცხადა, მონაწილეობა მიეღო ტურისტული საგზაო რუქის ჩამოყალიბებაში, მიუხედავად ქვეყნის აშკარა წარმატებისა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. გერმანიაში თვლიან, რომ აუცილებელია “კლუბის” კარის უფრო ფართოდ გახსნა, რათა იგი “რჩეულთა” მცირერიცხოვან გაერთიანებად არ იქცეს.

ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ “კლუბის” ჩამოყალიბება გაზრდის დაძაბულობას ევროკავშირის შიგნით, სადაც ისედაც შფოთიანი ატმოსფერო სუფევს არაერთი ქვეყნის უარის გამო, ეპიდემიასთან საბრძოლველად კოორდინირებულად იმოქმედონ. ზოგიერთი ექსპერტი მსგავსი გაერთიანების პერსპექტივებს ვერ ხედავს და განმარტავს, რომ “ტურისტულ კავშირში” გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობის გარეშე ნაკლებ სავარაუდოა, მან სასურველი ფინანსური შედეგები მოიტანოს. ადრე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში “უსაფრთხოე ტურიზმისთვის” საზღვრების გახსნას იმედოვნებს. როდის დართავს ხელისუფლება ავიაკომპანიებს ნებას, პირდაპირი ავიამიმოსვლა განაახლონ, ჯერ-ჯერობით უცნობია.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link