საზღვრები იხსნება! – პრემიერი კონკრეტულ ქვეყნებს ასახელებს

საზღვრები იხსნება! – პრემიერი კონკრეტულ ქვეყნებს ასახელებს

“მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, ყველა იმ ქვეყანასთანაც, სადაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სწრაფად აღვაგდგინოთ პირდაპირი მიმოსვლა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება თქვა, რომ წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას საქართველოს და პლუს 14 ქვეყანასთან შეუძლიათ გახსნან საზღვრები, ეს იყო რეკომენდაცია.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, როდის აღდგება პირდაპირი ფრენები, ორშაბათიდან განახლდება საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა.

იაფი ავიაბილეთები


„​მიუხედავად იმისა, რა ვადებში და რომელ ქვეყნებთან იქნება აღდგენილი, ფრენებზე ვსაუბრობთ, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვარს გავხსნით. მიუხედავად ამისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამა, რომელიც ჩვენ გვქონდა ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის, ორშაბათიდან გაგრძელდება. აქ უკვე რეისების მიმართულება იქნება ბევრად უფრო ფართო. ორშაბათს გვექნება პირდაპირი სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან, რა სიხშირით და რა რიცხვში იქნება დანიშნული შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს ემიგრანტებს, 200 ევროზე მეტი არ ექნება გადასახდელი”, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link