გაიხნსება თუ არა სახმელეთო საზღვარი – გახარიას განმარტება

გაიხნსება თუ არა სახმელეთო საზღვარი – გახარიას განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნას ჯერ არ აპირებს.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან, მიმდინარეობს ყველანაირი შეფერხების გარეშე.

იაფი ავიაბილეთები


კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ,“ – თქვა გიორგი გახარიამ დღეს, 3 ივლისს, ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნისას.

ორი დღის წინ, პირველ ივლისს, აჭარაში, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილე ქალები საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნას ითხოვდნენ.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link