You are currently viewing გერმანიში საქართველოს საელჩო სამშობლოში დაბრუნების მსურველებისთვის განცხადებას ავრცელებს

გერმანიში საქართველოს საელჩო სამშობლოში დაბრუნების მსურველებისთვის განცხადებას ავრცელებს

გერმანიის საელჩო სამშობლოში დაბრუნების მსურველებისთვის განცხადებას ავრცელებს, გთავაზობთ უცვლელად:

“‼️‼️‼️‼️საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!‼️‼️‼️‼️

საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური მთავრობის მიერ გერმანიის ტერიტორიაზე შესაბამისი ვიზით შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ყოფნის ვადა გაგრძელებულ იქნა 30 სექტემბრამდე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ 23 სექტემბრისთვის დანიშნულ იქნა დამატებითი ახალი რეისი მიმართულებით ბერლინი-თბილისი:
აღნიშნულ რეისს განახორციელებს კომპანია “Georgian Airways“. ავიარეისზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანია “Georgian Airways“-ის ვებ-გვერდზე, ან გერმანიაში “Georgian Airways” -ის წარმომადგენლობაში ტელ.: +49 160 90627573
ბილეთის ფასი – 199 ევრო.”, – ნათქვამია განცხადებაში.

იაფი ავიაბილეთები