საქართველოს საელჩო თურქეთში ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო თურქეთში ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო თურქეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს, გთავაზობთ უცვლელად:

“თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

თურქეთში კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სავალდებულოა პირბადის ტარება, საცხოვრებელი სახლის გარდა, ნებისმიერ ღია და დახურულ სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ქუჩა, რეკრეაციული ზონები – პარკები, სკვერები, ზღვის სანაპიროები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოფისები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვ.).

იაფი ავიაბილეთები


‼️ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე :
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap