ნახეთ, ხართ თუ არა ემიგრანტების დახმარების პროგრამაში – საგარეო სამინისტროს ინიციატივა

ნახეთ, ხართ თუ არა ემიგრანტების დახმარების პროგრამაში – საგარეო სამინისტროს ინიციატივა

საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ – შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს დიაპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა მუხრან გულაღაშვილმა განაცხადა, პროექტის მიზანია, თანამემამულეების ჩართულობით, ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს იმ მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს დაეხმარონ, რომლებიც მსოფლიოში პანდემიის გავრცელების გამო კვლავ მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან და საჭიროებენ სხვადასხვა სახის დახმარებას.

გრანტი გაიცემა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე და შესაბამისად, მიზნობრივი ჯგუფის შერჩევა თითოეულ ქვეყანაში, მათ მიერ მოხდება, რადგან მათ აქვს ზუსტი ინფორმაცია თავიანთი შეჭირვებული მოქალაქეების შესახებ.

იაფი ავიაბილეთები


პროექტში მონაწილეობა შეუძლია ჩვენს ნებისმიერ თანამემამულეს (საქართველოს მოქალაქეს). „პანდემიის პერიოდში, კრიზისის სამართავად საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის.

ძირითადად, ეს საქმიანობა ორ მიმართულებას მოიცავდა, მათი სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნება და ადგილზე მათი დახმარება. ორივე მიმართულებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ამას სატიტიკაც მოწმობს – 13,000 მდე ადამიანის სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა და 22,000-მდე ადამიანს ადგილზე გაწეია დახმარება.

რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბევრი იმუშავა ემიგრანტების ჩამოსაყვანად, დახმარების გარდა, მათ ყოველდღიურ რეჟიმში ვუწევდით კონსულტაციებს. უზრუნველვყავით ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობა. მაგალითად იტალიაში, ჩვენი ელჩი მანქანით აკითხავდა იმ ადამიანებს, ვისაც საკვების, პირველადი მოხმარების საგნების ან მედიკამენტების მიწოდება სჭირდებოდა.

პანდემიის მასშტაბის შედარებით შემცირების მიუხედავად, საქართველო ქვეყნის გარეთ მყოფ მოქალაქეებს უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. ამიტომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროექტი.

ამ პროექტის მიზანია, უცხო ქვეყანაში მყოფ ქართველებს დავეხმაროთ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ პროექტები და მიიღონ დაფინანსება. ყველაზე უკეთ სწორედ თანამემამულეებმა იციან, ვის უჭირს ყველაზე მეტად და ვის სჭირდება დახმარება.

ის მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ მატერიალური დახმარება არ სჭირდებათ, არც მოიაზრება მიზნობრივ ჯგუფში. ამ პროექტის მიზანია, დახმარება მიიღონ იმ ემიგრანტებმა, ვინც პანდემიით გამოწვეულ მძიმე ვითარებას ფეხი ვერ აუწყვეს და დამოუკიდებლად ვერ აგვარებენ პირველად პრობლემებს.

პიკური პერიოდის შემდეგ, ახლა კრიზისულ ვითარების ამ ეტაპზეც ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვას. რაც შეეხება პროექტს, ნებისმიერი სახის დახმარების შესახებ პროექტები განიხილება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გრანტი გაიცემა ჩვენს მოქალაქე დიასპორების წარმომადგენლებზე, რათა ნამდვილად მიზნობრივად მოხდეს ამ თანხის ხარჯვა,“ – აცხადებს მუხრან გულაღაშვილი.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link