საქართველოში შესაძლებელია კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა ისევ დაწესდეს – ცერცვაძე

საქართველოში შესაძლებელია კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა ისევ დაწესდეს – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არსებობს რეალური რისკი, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდეს.

“ეს მიკროაფეთქებები კარგი არ არის, მაგრამ ის მოსალოდნელი იყო. იქნება მეორე ტალღა. უფრო გაგვიჭირდება, ვიდრე ახლა, მაგრამ არა იმდენად, როგორც მარტში და აპრილში.

არსებობს რეალური, სერიოზული რისკი, რომ ქვეყანაში გავრცელდეს და დაბრუნდეს, იძულებული გავხდეთ, ქვეყანაში დავაბრუნოთ ის ზომები, საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი თუ სხვა. ეს გარკვეულწილად იმის შედეგია, რომ ყურადღება მოვადუნეთ”. – ამბობს ცერცვაძე.

იაფი ავიაბილეთები


სულ რაღაც ორი დღის წინ, 2 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობდა, რომ მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები არ იგეგმება. ამირან გამყრელიძის თქმით, “დიდი ალბათობით, არავითარი მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაც. მდგომარეობა ბევრგან არის გაუარესებული, მაგრამ ქვეყნები ვერ გაჩერდებიან, ეკონომიკა ვერ გაჩერდება”. მისი აზრით, “უნდა იყოს სწორი ბალანსი – ერთი მხრივ, მობილობის გახსნასა და, მეორე მხრივ, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებს შორის, რომ ჯანდაცვამ სწრაფად უპასუხოს ყველანაირ გამოწვევას”.

“შემთხვევების ზრდა ერთი ათეულით, ორი ათეულით, ეს არ არის საგანგაშო და საპანიკო, ეს სრულად მართვადი და კონტროლირებადია. ეს არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს დღეს მკაცრი საკარანტინო ან სხვა ღონისძიებების გატარებისთვის. ასეთი რამ არც იგეგმება” – თქვა გამყრელიძემ 2 სექტემბერს.
საქართველოში კორონავირუსის 1 596 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 28 – ბოლო 24 საათში.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap