იტალიის სენატმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივა

იტალიის სენატმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივა

იტალიის პარლამენტის სენატმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. იტალიის მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას მხარი 157 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 125 კი წინააღმდეგ წავიდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ პარლამენტს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ოქტომბრამდე გახანგრძლივება შესთავაზა.

ჯუზეპე კონტეს თქმით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება საჭიროა იმიტომ, რომ ვირუსი ქვეყნის მასშტაბით ცირკულირებას განაგრძობს. ამასთანავე, იტალიის პრემიერმა განმარტა, რომ მას არ სურს სიტუაციის დრამატიზირება ან მოსახლეობაში შიშების გაძლიერება, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გარეშე კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის ბევრი განკარგულება ძალას დაკარგავს, რაც კორონავირუსის გავრცელების შეკავებაში ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.

იაფი ავიაბილეთები


აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს იტალიის მთავრობას კორონავირუსთან დაკავშირებით ზომების მიღება პარლამენტის დამტკიცების გარეშე შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ 29 ივლისს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს დეპუტატთა პალატაში უყრიან კენჭს.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap