საფრანგეთში შესვლის პირობები კვლავ მკაცრდება – როდიდან ამოქმედდება შეზღუდვები

საფრანგეთში შესვლის პირობები კვლავ მკაცრდება – როდიდან ამოქმედდება შეზღუდვები

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა საფრანგეთში შესვლის პირობების გამკაცრება გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აეროპორტებში სკრინინგის განზოგადება მოხდება, ვინაიდან რიგ ქვეყნებში ტესტებზე წვდომა რთულია. აღნიშნული ზომა აგვისტოს დასაწყისში ამოქმედდება.

ჟან კასტექსის თქმით, 16 ქვეყანა, სადაც განსაკუთრებით ძლიერია ვირუსის მიმოქცევა, ე.წ. წითელ სიაშია შეყვანილი. საფრანგეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნებში ცხოვრობენ ან ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საფრანგეთში ბინადრობა აქვთ, ტესტების ჩაბარება სავალდებულო იქნება.

იაფი ავიაბილეთები


აღსანიშნავია, რომ ე.წ. წითელ სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: შეერთებული შტატები, ისრაელი, ალჟირი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბრაზილია, ჩილე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, მექსიკა, სერბეთი, ყატარი, მონტენეგრო, მაროკო, პერუ და ქუვეითი.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap