რეგისტრაცია დაიწყო – სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის

რეგისტრაცია დაიწყო – სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზევრეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

რეგისტრაციის დაწყება 

გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები პირველი აპრილიდან დაიწყება.

იაფი ავიაბილეთები


დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე workabroad.moh.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap