საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს 2 ათას ევროს გადაუხდიან

საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს 2 ათას ევროს გადაუხდიან

საბერძნეთი თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში ორი ათას ევროს გადაუხდის. ამის შესახებ საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს. პროგრამა რომელიც მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, პროექტ AVRR ფარგლებში IOM ოფისებთან ერთად ხორციელდება . აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს არაერთმა მოქალაქემ წარსულშიც ისარგბელა და სამშობლოში დაბრუნდა.

AVRR პროცედურა ასევე მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას და წინასწარ გამგზავრებამდე საკონსულტაციო სესიებს, ყველა საჭირო დოკუმენტის (მაგ. სამგზავრო დოკუმენტების) მისაღებად დახმარებას, ავიაბილეთებს და აეროპორტში დახმარების პირებს და ა.შ.

იაფი ავიაბილეთები


განცხადებაში აღნიშნულია რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბენეფიციარების განაცხადებს სამოსის, ლესვოს, კოსისა და ჩიოს კუნძულებიდან, ხოლო თავად განაცხადების მიღება იწარმოებს 27 აგვისტომდე და შესაძლოა გახანგრძლივდეს 30 დღით.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link