საბავშვო ბაღი ეკო: სადაც სიყვარული არ არის, იქ ბავშვი ვერ გაჩერდება

საბავშვო ბაღი ეკო: სადაც სიყვარული არ არის, იქ ბავშვი ვერ გაჩერდება

საბავშვო ბაღი ეკო საბურთალოზე, ცაგარელის 24, შარტავას 67ბ და მუხიანი II მ/რ # 35 ნომერში მდებარეობს და ბავშვებს ცოდნასთან ერთად ძალიან დიდ სითბოს, სიყვარულსა და ოჯახურ გარემოს ჩუქნის.

ეკო ბაღი ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა და წინა წლებთან შედარებით, როცა აღსაზრდელების რაოდენობა 14 იყო, წლევანდელი სასწავლო წელი 100 ბავშვით გაიხსნა. „ეკო“ დღეს უკვე წარმატებული საბავშვო ბაღია, რასაც ადასტურებს კიდეც უამრავი კმაყოფილი მშობელი.

იაფი ავიაბილეთები


ეკო ბაღი -ს დამფუძნებლები ანი რობაქიძე და ნათია აბზიანიძე, ბაღის ასეთ წარმატებას დაუღალავ შრომასა და ბავშვევისადმი დიდ სიყვარულს უკავშირებენ.

„საბავშვო ბაღი ჩემ მფლობელობაშია უკვე მეორე წელია. გამომიდნარე იქედან, რომ 2009 წლიდან მოყოლებული 2017 წლამდე ვმუშაობდი საბავშვო ბაღში, აღმზრდელის პოზიციაზე არ გამჭირვებია საბავშვო ბაღის გახსნის გადაწყვეტილების მიღება. თუ გინდა ამ სფეროში იმუშაო ბავშვების სიყვარულის გარეშე ეს საქმიანობა შეუძლებელია. რაც მთავარია, უნდა იმეგობრო მათთან და გახდე ბავშვისთვის ახლობელი ადამიანი. შიში კი არავითარ შემთხვევაში“ – განაცხადა „მეტრონომთან საუბრისას საბავშვო ბაღის დამფუძნებელმა და დირექტორმა ანი რობაქიძემ.

ბაღის სამუშაო საათები იწყება დილის 08:30დან საღამოს 19:30 საათამდე. როგორც დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბაღის სამომავლო გეგმაა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა ხის ეკოლოგიურად სუფთა მაგიდებითა და სკამებით შეიცვალოს, რაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

საბავშვო ბაღი „ეკოს“ მეთოდისტი ყოველი კვირის ორშაბათს ჯგუფებს აწვდის მასალას, რის მიხედვითაც უნდა იმუშაონ პედაგოგებმა. მასწავლებლები ცდილობენ ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და ცოდნის შეძენით მიიღობ სიამოვნება და არა – ,,სტრესი”.

ასევე ყოველ პარასკევს, ბაღში პრეზენტაციების დღეა და ბავშვები კვირის განმავლობაში განვლილ მასალას წარმოადგენენ.

რაც შეეხება კვებას, როგორც საბავშვო ბაღი „ეკოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ანი რობაქიძემ განაცხადა, ბავშვები ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსააღ საკვებს მიირთმევენ.

„ბაღში არის სამი ძირითადი და მეოთხე დამატებითი კვება წახემსების სახით.

საბავშვო ბაღი ეკო გამორჩეულია იმითაც, რომ ფსიქოლოგი ბავშვებთან კვირაში 2-ჯერ მუშაობს, შედის ჯგუფებში ატარებს არტ-თერაპიას, ხატვით თერაპიას და აკვირდება მათ. ყოველი თვის ბოლო პარასკევს, ფსიქოლოგი ხვდება მშობლებს და ამ პროცესში ჩართულები არიან დედებიც და მამებიც. ასევე ბაღში მუშაობს ლოგოპედიც და საჭიროების შემთხვევაში ზრუნავს ბავშვზე.

კომუნიკაცია ბაღსა და მშობლებს შორის ყოველდრიური და ძალიან მეგობრულია.

ბაზარზე არსებული სხვა კერძო ბაღებისგან განსხვავებით საბავშვო ბაღი ეკო ფინანსურად ხელმისაწვდომია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბაღში მოქმედებს დედმამიშვილებზე შეღავათი.

საბავშვო ბაღი ეკო სხვა ბაღებისგან სიყვარულითა და იმ ოჯახური თბილი გარემოთი გამოირჩევა, რაც ერთი შეხედვითაც თვალსაჩინოა. ბაღის აღსაზრდელებს აქვთ გასვლითი ტურები, როგორც შემეცნებით, ასევე გასართობ ადგილებში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ისინი ბაღის ასაკიდან ეუფლებიან ცეკვას და სიმღერას.კვირაში სამჯერ აქვთ ხელოვნების გაკვეთილები, რომელიც მოიცავს როგორც აპლიკაციებით, თექით, თიხაზე მუშაობით და ხატვით, ასევე ორიგამის ხელოვნებასაც. დამატებით წრეების შექმნით ბაღი სრულ კომფორტს უქმნის მშობლებს. „ეკო“ უზრუნველყოფს ბავშვებს ატაროს ცურვაზე, კარატესა თუ ბალეტზე. ბაღის ადმინისტრაციამ აბსოლუტურად ყველა ჯგუფიდან პლასტმასის სათამაშოები გამოიტანა და ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან დამზადებული სათამაშოებით ჩაანაცვლა.

როგორც „ეკოს“ დამფუძნებელმა ანი რობაქიძემ განაცხადა, სიყვარულის გარეშე საბავშო ბაღი ვერ იარსებებს.

„გულწრფელად ვამბობ, სადაც სიყვარული არ არის, იქ ბავშვი ვერ გაჩერდება. მთავარი ის არის, რომ ჩვენი მიდგომა ამ საქმის მიმართ პასუხისმგებლობით სავსეა. ყველა ბავშვთან მეც და ნათიასაც ხშირი და პირადი კონტაქტი გვაქვს. ვფიქრობ, როცა დამფუძნებელი ტრიალებს იმ საქმეში სადაც მოღვაწეობს, ყველაფერი უფრო კარგად და ხარისხიანად კეთდება – განაცხადა ანი რობაქიძემ.

საბავშვო ბაღი ეკო – ეს არის ოჯახი სადაც თქვენი პატარა ცოდნასთნ ერთად უდიდეს სიხარულსა და სიყვარულს მიიღებს.

#აქ სიყვარულია

ეკო ბაღის ფილიალები:

ცაგარელის 24

შარტავას 67 ბ

მუხიანი II მ/რ # 35

 

ბაღში რეგისტრაციისთვის ან რაიმე შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

 

https://ecokids.ge

https://www.facebook.com/ecobaghi/

[email protected]

ან დაგვირეკეთ ნომერზე – 598 39 99 96

R

Share via
Copy link