ავიაბილეთი 21 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო

ავიაბილეთი 21 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair -სა და ქართულ მხარეს შორის დღეს, 21 აგვისტოს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

დაჯავშნეთ ავიაბილეთი

იაფი ავიაბილეთები


ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პირველი პირდაპირ ფრენას Ryanair თბილისიდან მილანის მიმართულებით შესრულდება 6 ნოემბრიდან, თბილისიდან კიოლნის მიმართულებით 2020 წლის 29 მარტიდან, ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით 9 ნოემბერს, ხოლო ქუთაისიდან მარსელის მიმართულებით 7 ნოემბერს.

ფასებს და განრიგს რაც შეეხება:

თბილისი მილანი – ფრენა იწყება 2019 წლის 6 ნოემბრიდან. რეისები შესრულდება კვირაში ოთხჯერ – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა (მინიმალური ფასი 36 ევრო 1 გზა)

თბილისი კიოლნი – ფრენა იწყება 2020 წლის 29 მარტიდან. რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას (მინიმალური ფასი 50 ევრო 1 გზა)

ქუთაისი ბოლონია – ფრენა იწყება 2019 წლის 9 ნოემბრიდან. რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს. (მინიმალური ფასი 21 ევრო 1 გზა)

ქუთაისი მარსელი – ფრენა იწყება 2019 წლის 7 ნოემბრიდან. რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და კვირას. (მინიმალური ფასი 25 ევრო 1 გზა)

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link