როდის აღადგენს Ryanair საქართველოში ფრენებს – ავიაკომპანიის დირექტორის განმარტება

როდის აღადგენს Ryanair საქართველოში ფრენებს – ავიაკომპანიის დირექტორის განმარტება

Ryanair-მა პირველ ივლისს ოპერირების აქტიური ფაზის დაბრუნება აღნიშნა, ავიაკომპანიამ დღის განმავლობაში 1,000 ავიარეისი შეასრულა. აღდგენილია მარშრუტების 90%, რომელსაც ავიაკომპანია Covid-19-მდელ პერიოდში სრულდებოდა,”- ასე პასუხობენ bm.ge-ის ავიაკომპანია Ryanair-ში. ამასთან, აცხადებენ, რომ საქართველოში ფრენების განახლებისთვის აუცილებელია მთავრობამ დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს და რეგულარული საჰაერო ფრენები დაუშვას.

“საქართველოში ოპერირების განახლება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე,”- ნათქვამია ავიაკომპანის წერილობით პასუხში.

Ryanair -ის CEO-მ მაიკლ ო’ლირმა განაცხადა, რომ ავიაკომპანიის მიერ რეისების განახლება მთლიანად ევროპული ტურისტული ინდუსტრიისთვის არის მნიშვნელოვანი.

იაფი ავიაბილეთები


„ჩვენ მოველით, რომ ივლისის განმავლობაში 4.5 მილიონ მომხმარებელს მოვემსახურებით. დღეში 1000 რეისის შესრულება ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორი აეროპორტებისთვის, ასევე მთლიანად ევროპის ტურისტული ინდუსტრიის შემოსავლებისთვის, არის მნიშვნელოვანი,”- განაცხადა მაიკლ ო’ლირმა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიური ავიაკომპანია საქართველოში გასულ წელს შემოვიდა. ავიაკომპანია თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან მარსელის, ბოლონიისა და მილანის მიმართულებით ასრულებდა რეისებს.
კითხვაზე გაიხსნება თუ არა 2020 წლის აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link