Ryanair აქცია დაიწყო – იყიდე ერთი და მიიღე მეორე ბილეთი უფასოდ

Ryanair აქცია დაიწყო – იყიდე ერთი და მიიღე მეორე ბილეთი უფასოდ

ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair -ი ავიაკომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად იწყებს აქციას „იყიდე ერთი და მიიღე მეორე ბილეთი უფასოდ“ დაახლოებით 1,600-მდე მიმართულებაზე. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელი მოგზაურობას შეძლებს 25 სექტემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით.

აქცია არ ეხება ფრენებს საქართველოს, რადგან Ryanair -ს ჯერ არ განუახლებია საქართველოში ფრენები

”პირველად Ryanair -ის ისტორიაში, ჩვენ გვაქვს შეთავაზება „იყიდე ერთი და მიიღე მეორე ბილეთი უფასოდ“. ამ შეთავაზების ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი სრულიად უფასოდ. აქციის ფარგლებში შეძენილი ბილეთით მოგზაურობას შეძლებთ 25 სექტემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით. ბილეთების გაყიდვა დღეს საღამოს დაიწყება“, განაცხადა Ryanair -ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ალეხანდრა რუისმა.

იაფი ავიაბილეთები


შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ კიდევ ერთი აქციის შესახებ გუშინ აცნობა მომხმარებელს. შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს გამგზავრების თარიღის შეცვლის შემთხვევაში საფასურის გადახდა არ მოუწევთ, იმ შემთხვევაში თუ ისინი თვითმფრინავის ბილეთს მიმდინარე წლის ოქტომბერში ან ნოემბერში დაჯავშნიან. როგორც ავიაკომპანია იუწყება, ტურისტებს ბილეთის გამოყენება 2021 წლის 21 მარტამდე შეეძლებათ.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap