რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანიების ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი აღდგენისთვის საქართველოში და ეგვიპტეში შემოდგომიდან ფრენების განახლების შესაძლებლობა განიხილება.
„ეს ის ორი მიმართულებაა, რომელზეც მოთხოვნა წლის განმნავლობაში დიდია. ამ მიმართულებებით ფრენების აღდგენა ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს მგზავრთა გარანტირებული ნაკადი მიიღონ დაბალ სეზონშიც კი“, – განაცხადეს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აქტიურად განიხილება საზღვარგარეთ ფრენების განახლების ფორმატი. 15 ივლისიდან საერთაშორისო რეისები განახლდება. ამ ეტაპზე დსთ-ს რვა დედაქალაქში განხორციელდება ფრენები, ხოლო 1-ლი აგვისტოდან კი შვიდ ქვეყანასთან აღდგება ავიამიმოსვლა.