როდის გახდება ქუთაისიდან Wizzair -ის ფრენების განრიგი ცნობილი

როდის გახდება ქუთაისიდან Wizzair -ის ფრენების განრიგი ცნობილი

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizzair -ი ზაფხულისთვის ემზადება და მომხმარებლებსაც იგივეს ურჩევს. ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით გეგმებს სავარაუდოდ 18 მარტს დაანონსებს. ინფორმაციას ამის შესახებ avianews.ge ავრცელებს.

როგორც Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს, მგზავრებს სასურველი მიმართულებით ფრენა მაშინ შეეძლებათ, როცა ავიაკომპანიას ამის საშუალებას რეგულაციები მისცემს. ამასთან, მომხმარებლებს ბილეთის შეძენა WIZZ flex-ით შეუძლიათ, რაც თარიღის შეცვლის, ან რეისის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნების საშუალებას იძლევა.

ავიაკომპანიის ცნობითვე, Wizz Air -ი ფინანსურ სტაბილურობას ინარჩუნებს, ფრენა კი გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებად რჩება. ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით დეტალები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაცხადდება.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap