საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“28 მარტიდან Air Baltic საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს 🎉
რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე რეისები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით შესრულდება 👉 მაისიდან კი ფრენები ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება “, – ნათქვამია განცხადებაში.