რეგულარული ფრენები კვლავ გადაიდო – მინისტრის განცხადება

რეგულარული ფრენები კვლავ გადაიდო – მინისტრის განცხადება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, “დიდი ალბათობით” მოუწევთ რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც არის და ივლისშიც იქნება. მისი თქმით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, რეგულარული ფრენების სრული მასშტაბით აღდგენა, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

“რეგულარული ფრენების აღდგენა, პირველ რიგში, არის დამოკიდებული მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და თუ ვისთანა გვაქვს ეს რეგულარული ფრენები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ გადავავადებთ და ალბათ გადავავადებთ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას სრული მასშტაბით, იქნება ჩარტერული ფრენები. ეს არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ახლა რომ სრული მასშტაბით გაგავეხსნა ფრენები”, — განაცხადა მან.

იაფი ავიაბილეთები


ტურიზმის გახსნის საკითხზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ელოდებიან რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საზღვრების გახსნის შესახებ არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში, რადგან ამ დრომდე მხოლოდ წევრ ქვეყნებთან აქვს გადაწყვეტილი საზღვრების გახსნა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ. კერძოდ, სტუდენტებისთვისა და ბიზნესვიზიტორებისთვის ცალკე წესები შემუშავდა, რომელიც მალე გასაჯაროვდება. მისი განმარტებით, ეს რეგულაციები იქნება დაცული ვირუსის პრევენციის თვალსაზრისით, მაგრამ უფრო გამარტივებული.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გეგმით საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო. თავდაპირველად ქვეყანა მოლაპარაკებას აწარმოებდა ისრაელთან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისრაელში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, ვიზიტორების შემოსვლის საკითხი გადაიდო.

მიიღეთ მეტი ინფორაცია – მოიწონეთ გვერდი

Share via
Copy link