ქვეყნების ჩამონათვალი: WizzAir -მა ქუთაისიდან შესაძლოა 19 მიმართულებით ფრენები შეწყვიტოს

ქვეყნების ჩამონათვალი: WizzAir -მა ქუთაისიდან შესაძლოა 19 მიმართულებით ფრენები შეწყვიტოს

ონლაინ-გამოცემა Aviation24 ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ქუთაისიდან 19 რეისზე ფრენების განხორციელების საკითხი გადაიხედოს. არ არის გამორიცხული „ვიზეარმა“ ქუთაისიდან 19 მიმართულებით ფრენები შეწყვიტოს.

წერილში მიზეზად დასახელებულია კორონავირუსი. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის თვითმფრინავების რაოდენობა ქუთაისში 2-მდე შემცირდება.

შესაძლოა გაუქმდეს რეისები შემდეგი მიმართულებით: ნიცა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, კარლსრუე, პიზა, ლონდონი, ვენეცია, ნეაპოლი, კიოლნი, ბარსელონა, ბარი, პარიზი, ტურკუ, ფრანკფურტი, კოპენჰაგენი, ჰამბურგი, ეიდენჰოვენი, ბრიუსელი.

იაფი ავიაბილეთები


წყარო

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link