გახარიას გადაწყვეტილებით სავალდებულო კარანტინის წესები შეიცვალა

გახარიას გადაწყვეტილებით სავალდებულო კარანტინის წესები შეიცვალა

მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში შემოსვლის პირობებში ჩვენთან საკარანტინო სივრცეები, ფუნქციონირებდა პირველი 14 დღის განმავლობაში. საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე, ვამცირებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და სტუმრებსაც მათ შორის, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საკარანტინო სივრცეს მოქალაქეები PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს დატოვებენ, რომლებსაც ასევე, ექნებათ ვალდებულება, რომ 12-ე დღეს კიდევ ერთხელ ჩაიტარონ ტესტირება.

„იქნება 8 დღე, 8 დღის შემდეგ იქნება PCR-ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს დატოვებენ საკარანტინო სივრცეს და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება, 12-ე დღეს კიდევ ერთი PCR-ტესტის ჩატარება. ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და რაც მთავარია ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სოციალურ ცხოვრებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap