Pegasus Airlines -ი სტამბოლი – ბათუმის მიმართულებით ფრენას იწყებს

Pegasus Airlines -ი სტამბოლი – ბათუმის მიმართულებით ფრენას იწყებს

სექტემბრიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia -ში AviaNews-ს განუცხადეს, რომ Pegasus Airlines -ი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებაზე ოპერირებას რამდენიმე კვირაში, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებს.

დაჯავშნე ავიაბილეთი

იაფი ავიაბილეთები


აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენების დანიშვნისთვის ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით Pegasus Airlines -ი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით იფრენს.

აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines -ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ასრულებს რეისებს. გასულ წელს Pegasus Airlines -ი სტამბოლიდან ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს, თუმცა სავარაუდოდ, დაბალი მოთხოვნის გამო, რეისები გააუქმა.

ამ დროისათვის სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს Turkish Airlines -ი ასრულებს

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap