პარიზი კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის გამო კვლავ „წითელ ზონად“ გამოცხადდა

პარიზი კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის გამო კვლავ „წითელ ზონად“ გამოცხადდა

საფრანგეთის მთავრობამ დედაქალაქი პარიზი და მარსელის გარშემო ბუშ-დიუ-რონის ტერიტორია კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ საფრანგეთის მთავრობის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთავრობის განკარგულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ხელისუფლებას ადამიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის, საზოგადოებრივი და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვისა და იმ დაწესებულებების დახურვის უფლებას აძლევს, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.

აღნიშნული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო 2 კვირის მანძილზე „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიიღეს.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap